"იყიდეთ კვარაცხელია" - მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები ეტიჰადზე ქართველი ფეხბურთელის ხილვას ითხოვენ » სპორტის ხაზი

"იყიდეთ კვარაცხელია" - მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები ეტიჰადზე ქართველი ფეხბურთელის ხილვას ითხოვენ

"იყიდეთ კვარაცხელია" - მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები ეტიჰადზე ქართველი ფეხბურთელის ხილვას ითხოვენ
22-09-2022, 19:03
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ვერ მალავენ და კლუბის წარმომადგენლებისგან 21 წლის შემტევის ეტიჰად სთეიდიუმზე ტრანსფერს ითხოვენ.

- "გთხოვთ, მოიყვანეთ ეს ბიჭი. ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს და სტერლინგის იდეალური შემცვლელი იქნება".

- "ხვიჩა კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, ის გუნდისთვის უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე რაფაელ ლეაო, რომლის ყიდვაც ასე ძალიან გვსურს".

- "ყველა წმინდანის სიყვარულისთვის, გემუდარებით, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია იყიდეთ".


ხვიჩამ საფეხბურთო სამყაროს მისი გენიალური და ლამაზი თამაშით თავი უკვე შეაყვარა. "მანჩესტერ სიტის" გარდა, სხვა არაერთი ევროპული კლუბების გულშემატკივრები ითხოვენ ქართველი ფეხბურთელის ხილვას საკუთარ სტადიონზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი