გიორგი ფანცულაიამ დინამო ბათუმი დატოვა - ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის შემტევი » სპორტის ხაზი

გიორგი ფანცულაიამ დინამო ბათუმი დატოვა - ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის შემტევი

გიორგი ფანცულაიამ დინამო ბათუმი დატოვა - ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის შემტევი
29-12-2022, 21:01
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმის რიგები მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა - 28 წლის გიორგი ფანცულაია კარიერას ყაზახურ აქტაუს კასპიში გააგრძელებს.

ფანცულაიამ ბოლო ორ სეზონში აჭარულ გუნდთან ერთად ჩემპიონობა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

"ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ჩვენს გუნდთან გააფორმა კონტრაქტი. კარიერაში მან 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაჩემა შეასრულა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში, წარმატებებს გისურვებთ!", - წერია ყაზახური გუნდის განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, კასპის გუნდის მთავარ მწვრთნელად ქართველი სპეციალისტი, კახა ცხადაძე დაინიშნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი