ფრანგულ გამოცემა L'équipe-თან რუსული გუნდების ტურნირებზე დაშვების შესახებ ისაუბრა "უეფას" პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.
"დღევანდელი მდგომარეობით ამ საკითხზე საუბარი ნამდვილად არ შემიძლია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და მათი გუნდები ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჩვენს ტურნირებზე ითამაშებენ. ეს სპორტისა და პოლიტიკის ნაზავია, სხვას ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება, შემდეგ კი ჩვენს გადაწყვეტილებასაც მოისმენთ".