"კვარადონა, ეს სახელი ხვიჩას ძალიან უხდება" | ზბიგნევ ბონიეკი » სპორტის ხაზი

"კვარადონა, ეს სახელი ხვიჩას ძალიან უხდება" | ზბიგნევ ბონიეკი

"კვარადონა, ეს სახელი ხვიჩას ძალიან უხდება" | ზბიგნევ ბონიეკი
28-12-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

პოლონეთის ეროვნული ნაკრების, ტურინის იუვენტუსისა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა, ზბიგნევ ბონიეკმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ბონიეკმა აღნიშნა, რომ ნაპოლის როგორც იტალიის ჩემპიონატის, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია, ხვიჩა კვარაცხელიას კი, მეტსახელი კვარადონა ძალიან შეეფერება:

"ნაპოლი მშვენიერი გუნდია, მათ შეუძლიათ, რომ სერია A და ჩემპიონთა ლიგა ერთობლივად მოიგონ. ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელიას სახით ნამდვილი ტალანტი ჰყავთ, მას მეტსახელი კვარადონა ძალიან შეეფერება, მე მას ასე დავუძახებ. გარდა ამისა, კიმიც ბრწყინვალე ფეხბურთელია, მისი ენერგიულობა, მეურვეობისა და კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი ჩემთვის გასაოცარია."

"ვფიქრობ, იტალიის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი სწორედ ლუჩანო სპალეტის გუნდია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნაპოლი ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ცხრილის ზედა ნაწილში მილანი, ინტერი და იუვენტუსიც არიან."
- თქვა ბონიეკმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის სერია A-ს 4 იანვარს, ინტერთან დაპირისპირებით განაახლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი