დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - 'ბორდო' 'ლე ავრთან' დამარცხდა » სპორტის ხაზი

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - 'ბორდო' 'ლე ავრთან' დამარცხდა

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - 'ბორდო' 'ლე ავრთან' დამარცხდა
27-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის 'ბორდომ' სეზონი გასვლითი შეხვედრით განაახლა და უშუალო კონკურენტთან, 'ლე ავრთან' 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველის გუნდი 'ლე ავრს' 4 ქულით ჩამორჩებოდა და სხვაობის შესამცირებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია.

მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს – ზუსტი დარტყმით თავი ამირ რიჩარდსონმა გამოიჩინა. 67-ე წუთზე მასპინძლებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ქუენტინ კორნეტე გაუძევეს (პირველი გაფრთხილება დავითაშვილის წინააღმდეგ უხეშობისთვის მიიღო), მაგრამ 'ბორდომ' რიცხვობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და ქულების მოპოვება ვერ მოახერხა.

16 ტურის შემდეგ 'ბორდომ' 28 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და ლიდერ 'ლე ავრს' უკვე 7 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი