"გიორგი სწრაფი და აგრესიული მოთამაშეა" | შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე » სპორტის ხაზი

"გიორგი სწრაფი და აგრესიული მოთამაშეა" | შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე

"გიორგი სწრაფი და აგრესიული მოთამაშეა" | შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე
27-12-2022, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარში მომავალი წლის დასაწყისიდან გადაბარგდება.

იქამდე, სანამ გოჩოლეიშვილი უკრაინულ კლუბს შეუერთდება, მანამდე 21 წლის ფეხბურთელზე შახტარის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა ისაუბრა, რომელმაც გიორგის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

"წინასწარ დასკვნების გაკეთების დრო არ არის, თუმცა როგორც კი გოჩოლეიშვილის თამაში ვნახეთ, მაშინვე დავრწმუნდით, რომ ის ჩვენთვის პროდუქტიული შენაძენი იქნებოდა. გიორგი გოჩოლეიშვილს სწრაფი და აგრესიული სტილის თამაში ახასიათებს. გარდა ამისა, მას თამაში დამაგვირგვინებელ ფაზაშიც კარგად გამოსდის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფეხით."

"ჩვენთვის დიდი ინტერესის საგანია ის, თუ როგორ გაუმკლავდება გიორგი ახალ გამოწვევებს. ის უფრო განვითარებულ ლიგაში გადავიდა და პროგრესის შესაძლებლობა მიეცემა. ჯერჯერობით გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ გავძლიერდით. სჯობს, ჯერ თამაში შევაფასოთ და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ."
- თქვა შახტარის მწვრთნელმა.

ცნობისთვის, დონეცკის შახტარი უკრაინის ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს. რაც შეეხება მათ უახლოეს შეხვედრას, ის 16 თებერვალს ევროპა ლიგის ეგიდით ფრანგულ რენთან გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი