პოგბა: “რონალდუს დისციპლინა წარმოუდგენელია” » სპორტის ხაზი

პოგბა: “რონალდუს დისციპლინა წარმოუდგენელია”

პოგბა: “რონალდუს დისციპლინა წარმოუდგენელია”
26-12-2022, 12:55
Aa Aa
გაზიარება:

პოლ პოგბამ “მანჩესტერში” მის ყოფილ თანაგუნდელზე კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. მან პორტუგალიელის დისციპლინას გაუსვა ხაზი.

“რონალდუს დისციპლინა წარმოუდგენელია, მსგავსი არაფერი მინახავს. კრიშტიანუს დისციპლინა სულ სხვა დონეზეა. სხვა ფეხბურთელებიც ძალიან პროფესიონალები არიან, ვარჯიშზე ადრე მოდიან და ვარჯიშის მერე რჩებიან, მაგრამ ის რასაც კრიშტიანუ აკეთებს, წარმოუდგენელია. რონალდუ ფაქტობრივად არ გაჩერებულა. მისი ასეთი რეჟიმი რონალდუს ყოველ დღიურობაა.” – ციტირებს პოგბას სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი და პორტუგალიელი “წითელ ეშმაკებში” ერთად ასპარეზობდნენ. პოლმა გუნდი მიმდინარე სეზონის დასაწყისში დატოვა და “იუვესკენ” მიაშურა, რონალდუს მომავალი კი დაუზუსტებელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი