ბენზემამ ფრანგების გამოწერა გააუქმა | კარიმის უღირსი საქციელი? » სპორტის ხაზი

ბენზემამ ფრანგების გამოწერა გააუქმა | კარიმის უღირსი საქციელი?

ბენზემამ ფრანგების გამოწერა გააუქმა | კარიმის უღირსი საქციელი?
25-12-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებზე ხელი ბოლომდე ჩაიქნია - ფაქტია, ჯერჯერობით რეალის ფორვარდი უმაღლეს დონეზე თამაშობს და კარიერის გაგრძელება ნაკრებშიც შეეძლო, თუმცა აშკარაა, რომ ბენზემას მთავარი ბარიერი წყენაა, რომელიც მას ეროვნული გუნდისგან ახსოვს.

ამ ყველაფერს ერთი ფაქტი ამყარებს - კარიმ ბენზემამ სოციაულურ ქსელში, თითქმის ყველა ფრანგი ფეხბურთელის გამოწერა გააუქმა, გამონაკლისები მხოლოდ აურელიენ ჩუამენი, ედუარდო კამავინგა, რაფაელ ვარანი, კილიან მბაპე და მარკუს ტურამი არიან. ამ სიაში გასაკვირი ბევრი არაფერია, რადგან უმეტესობა რეალის მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელია, ზოგიც კი, შესაძლოა, მომავლის..

სხვათაშორის, კარიმ ბენზემას მსგავს გადაწყვეტილებას ბევრი გულშემატკივარი გამოეხმაურა და ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალის თავდამსხმელი უღირსად იქცევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი