სირიგუ: "კვარაცხელია ყველა ნიშნით ფენომენია" » სპორტის ხაზი

სირიგუ: "კვარაცხელია ყველა ნიშნით ფენომენია"

სირიგუ: "კვარაცხელია ყველა ნიშნით ფენომენია"
23-12-2022, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" კარის დარაჯმა, სალვატორე სირიგუმ საკუთარი გუნდისთვის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც დააფიქსირა საკუთარი აზრი. როგორც უფროსი კოლეგა და გამოცდილი ფეხბურთელი, იტალიელი ქართველს რჩევებსაც აძლევს.

"გუნდში ყველაფერზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა სკუდეტოსა და სატურნირო ცხრილზე. ძალიან შეკრული და მოტივირებული გუნდი ვართ, ვარჯიშებზეც კი - ეს არის ჩვენი წარმატების საიდუმლო. მინდორზე ენერგიით აღსავსე გავდივართ, ვინც ამ მაისურს ატარებს, ყველა ბოლომდე იხარჯება. ოსიმენს გიჟური ფიზიკური მონაცემები და მენტალური სიძლიერე აქვს, ლოსანოს ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია, კვარაცხელია კი ყველა ნიშნით ფენომენია, რომელიც კარის წინ ცოტა უფრო ეგოისტი უნდა გახდეს"- თქვა სალვატორემ.

სირიგუ ამჟამად "პარტენოპეის" მეორე მეკარეა და ძირითად შემადგენლობაში ფაქტობრივად ვერ ხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი