'ამაზე ნაკლები წელი არ გვქონოდეს ქართველებს' - ილია სულამანიძის და ლაშა გუჯეჯიანის პირველი კომენტარები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ » სპორტის ხაზი

'ამაზე ნაკლები წელი არ გვქონოდეს ქართველებს' - ილია სულამანიძის და ლაშა გუჯეჯიანის პირველი კომენტარები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

'ამაზე ნაკლები წელი არ გვქონოდეს ქართველებს' - ილია სულამანიძის და ლაშა გუჯეჯიანის პირველი კომენტარები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ
23-12-2022, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

20-22 დეკემბერს ძიუდოში წლის მთავარი მოვლენა იერუსალიმის მასტერსი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა გათამაშება 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მორიგ წარმატებას მიაღწია ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც რეიტინგში ( - 81 კგ) ადგილი კიდევ უფრო გაიმაყარა.

ძიუდოისტები სამშობლოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდნენ, აეროპორტში კი ილია სულამანიძემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

ილია სულამანიძე: "იერუსალიმის მასტერსი რთული გათამაშებაა, რადგან მსოფლიო რეიტინგის პირველი-32 კაცი იღებს მონაწილეობას, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად საუკეთესოები იყვნენ. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. მათ დადებით ემოციებს ყოველთვის ვგრძნობ"

ლაშა გუჯეჯიანი: "ახალი ჩემპიონები გვყავს. ეს არის ქართული ძიუდოს ბედნიერება, სიმდიდრე, რომელიც ყველას ახარებს რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამაზე ნაკლები წელი არასდროს ექნება."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი