"სამივე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ", - ბაიერნის პრეზიდენტმა 2022 წელი შეაფასა » სპორტის ხაზი

"სამივე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ", - ბაიერნის პრეზიდენტმა 2022 წელი შეაფასა

"სამივე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ", - ბაიერნის პრეზიდენტმა 2022 წელი შეაფასა
23-12-2022, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა 2022 წლის მიწურულს განვლილი წელი შეაფასა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

... წლის შეჯამებაზე: "ბედნიერი პრეზიდენტი ვარ - მამაკაცთა გუნდი ბუნდესლიგის ცხრილს 4 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და პარალელურად, ყველა შესაძლო ტურნირზე ვიბრძვით უმაღლესი მიზნებისთვის.

ქალთა გუნდის განვითარებაც საუცხოოდ მიმდინარეობს, ასევე, კალათბურთშიც ბუნდესლიგის სათავეში ვართ და ფინალურ ოთხეულში გასვლის კვალიფიკაცია მოვიპოვეთ."

... მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე: "დიდი პატივისცემა არა მხოლოდ ლიონელ მესის, რომელმაც ასე სანახაობრივად დააგვირგვინა თავისი კარიერა, არამედ კილიან მბაპესაც ეკუთვნის, 24 წლის მოთამაშეს, რომელმაც ამ ასაკში საფეხბურთო სტანდარტები უმაღლეს დონეზე აიყვანა, მოკლედ, ამ ფინალში ყველაფერი იყო."

... სამომავლო მიზნებზე: "კარგი იქნება, თუ ამ ფინალის ენთუზიაზმი კვლავ გერმანიაში გადმოინაცვლებს. ბაიერნი ძალიან ამაყობს თავისი ვიცე მსოფლიო ჩემპიონებით: დაიო უპამეკანოთი, კინგსლი კომანით, ბენჟამინ პავარით და ლუკას ერნანდესით. ახლა ჩვენ 2023 წლისკენ ვიყურებით და დიდი მიზნები გვაქვს.

ჩვენ სამივე ტიტულისთვის ბრძოლა გვინდა, ეს არის ჩვენი ამბიცია და ამაში ეჭვი არ გვეპარება."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი