'20 წლის ქართველ მორაგბეს გამორჩეული წელი ჰქონდა' - ნინიაშვილი PLANET RUGBY-ის სიმბოლურში მოხვდა » სპორტის ხაზი

'20 წლის ქართველ მორაგბეს გამორჩეული წელი ჰქონდა' - ნინიაშვილი PLANET RUGBY-ის სიმბოლურში მოხვდა

'20 წლის ქართველ მორაგბეს გამორჩეული წელი ჰქონდა' - ნინიაშვილი PLANET RUGBY-ის სიმბოლურში მოხვდა
23-12-2022, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა სარაგბო პორტალმა Planet Rugby წლის ახალბედათა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც 20 წლის ქართველი ტალანტი, დავით ნინიაშვილიც მოხვდა.

"ამ პოზიციაზე რთული არჩევანი გვქონდა, რადგანაც არგენტინის ნაკრებისა და ინგლისური ნიუკასლის გარემარბ მატეო კარერასსაც შთამბეჭდავი წელი ჰქონდა, თუმცა, ნინიაშვილმა მასაც აჯობა. ლიონთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დავითს მაგარი სეზონი ჰქონდა.

ის ფრანგული კლუბის სასტარტო შემადგენლობის მორაგბედ იქცა და უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ ლიონელებმა ჩელენჯ ქაფი მოიპოვეს. ნინიაშვილი ხომ ძლიერია შეტევაში და არანაკლებ კარგად გამოიყურება დაცვაში. ამაში წესით ებენ ეტზებეთიც უნდა დაგვეთანხმოს. 20 წლის ქართველ მორაგბეს გამორჩეული წელი ჰქონდა როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში."


შეგახსენებთ, რომ, ნინიაშვილს მიმდინარე სეზონში ლიონელთა მაისურით 10 მატჩში 5 ლელო აქვს დადებული, თუმცა, 3 დეკემბერს TOP 14-ში ბაიონასთან მატჩში მიღებული ტრამვის შემდეგ, ქართველი მოედანზე არ გვინახავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი