თორნიკე შენგელიამ ბასკონიას 15 ქულა ჩაუგდო | ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე წააგო » სპორტის ხაზი

თორნიკე შენგელიამ ბასკონიას 15 ქულა ჩაუგდო | ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე წააგო

თორნიკე შენგელიამ ბასკონიას 15 ქულა ჩაუგდო | ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე წააგო
23-12-2022, 19:04
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე ვირტუს ბოლონიას მაისურით ყოფილი კლუბის, კერძოდ ბასკონიის წინააღმდეგ ითამაშა და მარცხი განიცადა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიურმა კლუბმა წააგო, თორნიკე შენგელია პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ეროვნული გუნდის კაპიტანს სათამაშოდ 20:13 წუთი მიეცა, რა დროშიც თოკომ თავი 15 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა.

გუშინდელი წაგებით ვირტუს ბოლონიას 15 შეხვედრაში 6 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა, რის გამოც იტალიური კლუბი მე-15 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის კლუბი ევროლიგის მომდევნო შეხვედრას თურქული ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი