საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მცველი, ბენჟამინ პავარი ახალ გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს. ეს ყოველივე ფრანგმა მცველმა რამოდენიმე კვირის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა.
როგორც მედიასთან მიცემულ ინტერვიუში პავარმა აღნიშნა, ის თანამემამულე, ოლივერ ჟირუსთან თამაშის წინააღმდეგი არ არის - ცნობისთვის, 36 წლის ჟირუ ამჟამად მილანის ღირსებას იცავს.
კატალონიელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, პავარის დამატებას ბარსელონას განიხილავს, როგორც მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა, პავარს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული ცენტრალურ მცველად თამაშია.