ტატო გრიგალაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია - ეროვნულმა კომიტეტმა 13 ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა » სპორტის ხაზი

ტატო გრიგალაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია - ეროვნულმა კომიტეტმა 13 ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა

ტატო გრიგალაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია - ეროვნულმა კომიტეტმა 13 ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა
21-12-2022, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, საქართველოს პირველი არხი ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტული თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის დააჯილდოვა.

სპეციალური პრიზი საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო.

"პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს არხს და სპორტის ჯგუფს. ჩვენ იქ ვართ, სადაც არის ქართული სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის ტურნირი, სადაც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ." – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს და საუკეთესოები 13 ნომინაციაში გამოავლინეს.

1) საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში - ზაურ სულაშვილი

2) საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ბეჟან ჭიჭინავა

3) 2022 წლის აღმოჩენა 'ოლიმპიური იმედი' - ანანო აფაქიძე

4) 2022 წლის აღმოჩენა 'ოლიმპიური იმედი' - გიორგი ელბაქიძე

5) საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფედერაცია - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია

6) საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - კარინა საფინა, ლუკა ბერულავა

7) საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - ხვიჩა კვარაცხელია

8) საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი

9) ვიქტორ სანეევის სახეობის პრიზი - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული წარმატებებისთვის - ლაშა ტალახაძე

10) საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ტატო გრიგალაშვილი

11) 2022 წლის ოლიმიური სპორტის მხარდაჭერისთვის - "ავერსი"

12) 2022 წლის სპორტული თემატიკის საუკეთესოდ გაშუქებისთვის - "პირველი არხი"

13) 2022 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ს იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი