"ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებულის მენტალიტეტი სწორედ ამიტომ აქვს" | სპორტული ექსპერტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებულის მენტალიტეტი სწორედ ამიტომ აქვს" | სპორტული ექსპერტი

"ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებულის მენტალიტეტი სწორედ ამიტომ აქვს" | სპორტული ექსპერტი
21-12-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო პერიოდში ნაპოლი ამხანაგურ შეხვედრებს მართავს, რათა სეზონის განახლებას გუნდი კარგ ფორმაში შეხვდეს.

სწორედ ასე, ნეაპოლელები რამდენიმე დღის წინ, საკუთარ მოედანზე ესპანურ ვილიარეალს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 წააგეს. მიუხედავად ამისა, სასიხარულოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის ბოლოსკენ გოლის გატანა პენალტის ნიშნულიდან მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას გატანილ გოლს სპორტული სამართლის ექსპერტი, დომენიკო ლა მარკა გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გამოვლენილი ჟესტი მის გამარჯვებულის მენტალიტეტზე მიუთითებს:

"ნაპოლიმ ვილიარეალთან წააგო, თუმცა ამხანაგურ შეხვედრაში მარცხი მისაღებია. ლუჩანო სპალეტიმ ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რასაც, ასევე მივესალმები."

"თამაშის ყურებისას, ნაპოლის რამდენიმე მოთამაშის ჟესტი მომეწონა. ვფიქრობ, ეპიზოდი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გააქვს და ბურთი პირდაპირ ცენტრში მიაქვს, ასევე ვიქტორ ოსიმენი, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან თანაგუნდელებს ამხნევებს და ანგარიშის გათანაბრებისკენ მოუწოდებს, ეს გამარჯვებულის მენტალიტეტია."
- დომენიკო ლა მარკა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დღეს, ლილის წინააღმდეგ 23:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი