მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ბაიერნი ახალ მეკარეს ეძებს.
ამავე ჟურნალისტის ინფორმაციით, მიუნხენელები საუკეთესო ვარიანტად მიუნხენგლადბახისა და შვეიცარიის ნაკრების 34 წლის მეკარეს, იან სომერს მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მაინც დიდი შანსია, რომ გერმანულმა გრანდმა საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
რაც შეეხება ნოიერს, მან თხილამურებზე სრიალისას ხელი მოიტეხა, რის გამოც ბაიერნს ახალი მეკარის ძიება მოუხდა.
ამდენად, ბაიერნს დრო 20 იანვრამდე აქვს. ცნობისთვის, ზუსტად 20 იანვარია თარიღი, როდესაც ბაიერნი გერმანიის ჩემპიონატში თამაშს ლაიპციგთან დაპირისპირებით განაახლებს.