გერმანელი ფეხბურთელი, ტონი კროოსი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობას გამოეხმაურა:
“არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს კიდევ კითხვისნიშნები ამ მუნდიალის შესახებ. არგენტინა და ლეო მესი სრულიად დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები.
მე 2022 წლის მუნდიალზე მესისნაირი პერფორმანსი ვერცერთი ფეხბურთელისგან ვერ ვნახე, ლეომ ეს ტიტული სამართლიანად დაიმსახურა.
მართალია მას არ უთამაშია ისეთ კლუბებში, რომელიც მე მომწონს, მაგრამ გულწრფელები უნდა ვიყოთ, ის საუკეთესოა”.