როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონობა დიდხნიანი პაუზის შემდგომ იზეიმა. შეხვედრის შემდგომ “ალბისელესტეს” მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მედიასთან ისაუბრა:
“გამარჯვება ჯერ არ გაგვიაზრებია. ახლა სიხარულისა და ზეიმის დროა. ამ მწვერვალზე ყოფნა რაღაც უნიკალურია. ამაყი და ბედნიერი ვარ. ვამაყობ ჩემი გუნდით. გულშემატკივარს კი ვეტყვი, რომ ამ ისტორიული მომენტით ისიამოვნონ.”