სპალეტი: “კვარაცხელია სეზონის პირველი ნაწილის აღმოჩენაა” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “კვარაცხელია სეზონის პირველი ნაწილის აღმოჩენაა”

სპალეტი: “კვარაცხელია სეზონის პირველი ნაწილის აღმოჩენაა”
18-12-2022, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ Sky Sport-თან თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

“ეს მოსამზადებელი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გუნდმა ძალები აღიდგინა და ფორმაშიც ნელ-ნელა შევა. უკვე იმ მატჩებზე ვფიქრობთ, რომლებიც საკლუბო ფეხბურთის განახლების შემდგომ გველის.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდიდან უამრავი ფეხბურთელი იყო წასული, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომელთა ნაკრებებმაც ტურნირზე გასვლა ვერ მოახერხეს, მაგალითად ვიქტორ ოსიმენმა კატარში ვერ ითამაშა.

დღევანდელი ნაპოლისთვის კვარაცხელია და რასპადორი სასარგებლოები არიან. ჯაკომოს შეუძლია სიღრმეებში ჩასვლა, დაცვასა და შეტევას შორის კავშირის უზრუნველყოფა.

კვარაცხელია სეზონის პირველი ნაწილის აღმოჩენა იყო. მან მთელ იტალიასა და ევროპას თავი უკვე დაამახსოვრა. ზურგის ტრავმის შემდგომ დაბრუნდა და უკეთაა. მისი თამაში არაპროგნოზირებადია. ბურთის ტრაექტორიას კარგად გრძნობს და გაქცევებზეც შესანიშნავია”- განაცხადა “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა.

ნეაპოლური კლუბი იტალიის სერია ას 4 იანვარს “ინტერთან” მატჩით დაუბრუნდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი