"მესის ფინალში სიამოვნების შესაძლებლობას არ მივცემთ" | ოლივიე ჟირუ » სპორტის ხაზი

"მესის ფინალში სიამოვნების შესაძლებლობას არ მივცემთ" | ოლივიე ჟირუ

"მესის ფინალში სიამოვნების შესაძლებლობას არ მივცემთ" | ოლივიე ჟირუ
16-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, კომენტარი ევროპელთა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინალში სიამოვნების შესაძლებლობას ფრანგები ლეო მესის არ მისცემენ:

"მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ უფლებას, რომ ფინალური მატჩით ისიამოვნოს. გვინდა, მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ და თასი კიდევ ერთხელ ავწიოთ. ყველაფერს გავაკეთებთ მის შესაჩერებლად, მაგრამ არგენტინაში მხოლოდ მესი არ არის. მათ ასევე ჰყავთ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელები. ეს არის ის, რაც არგენტინის ნაკრებს ასე ძლიერს ხდის." - თქვა ჟირუმ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და არგენტინის შეხვედრა ზეგ, 18 დეკემბერს 19:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი