საქართველოს პირველი მედლები ბოგოტადან! | გიორგი ჩხეიძემ საქართველო ასახელა » სპორტის ხაზი

საქართველოს პირველი მედლები ბოგოტადან! | გიორგი ჩხეიძემ საქართველო ასახელა

საქართველოს პირველი მედლები ბოგოტადან! | გიორგი ჩხეიძემ საქართველო ასახელა
16-12-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები ორმა სპორტსმენმა წარადგინა.

გიორგი ჩხეიძემ ატაცში 170 კილოგრამი წარმატებით გადალახა და მე-6 ადგილზე გავიდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 210/217/219 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 389 კილოგრამითაც.

ასევე კარგად იასპარეზა საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა ზაზა ლომთაძემაც. ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 157/163/166 კილოგრამი გადალახა და მე-10 ადგილზე გავიდა. ზაზა ლომთაძემ აკვრაში 202/212 კილოგრამის ძლევით მე-4 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 378 კილოგრამით კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი