"მერტენსზე, იგუაინსა და კავანიზე მაღლა" | Sky ხვიჩაზე წერს » სპორტის ხაზი

"მერტენსზე, იგუაინსა და კავანიზე მაღლა" | Sky ხვიჩაზე წერს

"მერტენსზე, იგუაინსა და კავანიზე მაღლა" | Sky ხვიჩაზე წერს
16-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული სპორტული მედიის, Sky-ის სიტყვებს ციტირებს იტალიური Napolipiu, სადაც ვკითხულობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ბოლო წლების საუკეთესო შენაძენია და ის, ისეთ ფეხბურთელებსაც აღემატება, როგორებიც დრის მერტენსი, გონსალო იგუაინი და ედინსონ კავანი გახლავთ:

"ქართველმა სეზონი მართლაც ფანტასტიკურად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ ნაპოლის ბოლო 3 ოფიციალური მატჩი გამოტოვა, მისი სტატისტიკა უკვე ისედაც განმაცვიფრებელია - 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა! ასეთი გამაოგნებელი ციფრები ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დე ლაურენტისის ეპოქაში ნაპოლის საუკეთესო შენაძენია."

"ბოლო წლების ნაპოლიში ასეთი ეფექტი არავის ჰქონია. ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც მერტენსს, იგუაინსა და კავანის აჯობა. ნაპოლის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიასგან რაიმე ახლის გამოგონებას არ ცდილობს და არც სჭირდება, ის უბრალოდ ხვეწავს იმ საოცარ პოტენციალს, რაც ქართველს გააჩნია."

"იყვნენ ადამიანებიც, რომლებმაც კვარაცხელიას თურქულ შეკრებაზე ნაჩვენები თამაში გააკრიტიკეს, თუმცა იწერება, რომ ხვიჩა ფორმას ნელ-ნელა კრეფს და მთავარი მიზანი იტალიის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში შეხვედრაა. ამიტომ, ნეაპოლელები ტემპს ზედმეტად არ უწევენ და ყველაფერს მწყობრად აკეთებენ."
- წერია Napolipiu-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი