დაბრუნდება თუ არა ბენზემა ფინალში? | დეშამის პასუხი » სპორტის ხაზი

დაბრუნდება თუ არა ბენზემა ფინალში? | დეშამის პასუხი

დაბრუნდება თუ არა ბენზემა ფინალში? | დეშამის პასუხი
15-12-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, ბევრისთვის დღემდე გასაკვირია, თუ როგორ შეძლო საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში გასვლა ამდენი დანაკლისის მიუხედავად - მათ ხომ თვით ოქროს ბურთის გამარჯვებული, კარიმ ბენზემაც დააკლდათ!

ბოლო პერიოდში, არაერთ გამოცემაში იწერება, რომ ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და ფინალისთვის დაბრუნებას შეძლებს.

ცხადია, ამის შესახებ თავად დიდიე დეშამსაც ჰკითხეს, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა შემდეგი რამ უპასუხა: "ბენზემას დაბრუნება? - არ მინდა ამ კითხვაზე გიპასუხოთ, ბოდიშს გიხდით, შემდეგი კითხვა.."

ერთია უკვე დალაგებულ, ფინალში გასულ გუნდს დაუბრუნდე და სიტუაცია არიო, თუმცა მეორეა სტატუსი და საფეხბურთო შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ, საქმე გვაქვს ოქროს ბურთის უკანასკნელ გამარჯვებულთან, რომელსაც მინდორზე ნამდვილი ბრწყინვალების შექმნა შეუძლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი