ცნობილი რუსი კომენტატორი - "საზანოვის შემდეგ, ვფიქრობ მარადიშვილიც ასე მოიქცევა" » სპორტის ხაზი

ცნობილი რუსი კომენტატორი - "საზანოვის შემდეგ, ვფიქრობ მარადიშვილიც ასე მოიქცევა"

ცნობილი რუსი კომენტატორი - "საზანოვის შემდეგ, ვფიქრობ მარადიშვილიც ასე მოიქცევა"
20-09-2022, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის დინამოს მცველის, საბა საზონოვის გადაწყვეტილებას, საქართველოს 21 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესახებ, ცნობილი რუსი კომენტატორი, ალექსეი ანდრონოვი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:

"რაც საზონოვმა გააკეთა, აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო, რისი უფლებაც ჰქონდა. უარი თქვა რუსეთში თამაშზე, რადგან 2024 წელს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ბოსნიასთან მატჩი არ იქნება 95 %-ით და ყირგიზეთთან შეხვედრაც დიდი ალბათობით არ ჩატარდება.

ფეხბურთელს კი ნაკრებში თამაში სურს. ამ შემთხვევაში საბამ საქართველოს ეროვნული ნაკრები აირჩია, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. მაგრამ, საკითხავია, როგორ მოხდა ეს. პირადად საბასგან თუ არა, მისი აგენტისგან მაინც. რა იყო აქ დასაძრახი? ჩემი აზრით მარადიშვილიც იგივეს გააკეთებს." - განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა.


კონტანტინე მარადიშვილს, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. 2021 წლამდე ცსკა-ს ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც მოსკოვის ლოკომოტივში გადაბარგდა. როგორც რუსული მედია ამბობს, დიდი ალბათობით 22 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს ამჯობინებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი