"ყველაზე კარგად ზურიკოს დააკვირდით, ის შესანიშნავი შენაძენია" - ბორდოს ყოფილი ნახევარმცველი » სპორტის ხაზი

"ყველაზე კარგად ზურიკოს დააკვირდით, ის შესანიშნავი შენაძენია" - ბორდოს ყოფილი ნახევარმცველი

"ყველაზე კარგად ზურიკოს დააკვირდით, ის შესანიშნავი შენაძენია" - ბორდოს ყოფილი ნახევარმცველი
20-09-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილის დებიუტი "ბორდოს" შემადგენლობაში წარმატებული გამოდგა, ქართველმა "დიჟონის" წინააღმდეგ 87-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა და ჟირონდელებს 3 ქულა მოუტანა.

ზურიკოს თამაშს "ბორდოს" ყოფილი ნახევარმცველი პიერ დუკასი გამოეხმაურა და ქართველს ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა.

"აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დავითაშვილის შესახებ, რადგან მისმა გოლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. ზურიკოზე დაკვირვება უნდა განვაგრძოთ, მისი სახით კლუბმა ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატა" - განაცხადა დუკასმა.

პიერ დუკასი ჟირონდელთა შემადგენლობაში 2005-11 წლებში გამოდიდა, სხვადასხვა დროს კი საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი