რეგრაგი: " ჩვენ ყველაფერი გავიღეთ" » სპორტის ხაზი

რეგრაგი: " ჩვენ ყველაფერი გავიღეთ"

რეგრაგი: " ჩვენ ყველაფერი გავიღეთ"
15-12-2022, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგმა საფრანგეთთან ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ მთელი ენერგია და ყველაფერი გავიღეთ, მთავარი ეს არის. ტრავმები გვაწუხებდ, გახურებისას აგუარი დავკარგეთ, პირველ ტაიმში საისი და მაზრაუი.

ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია, ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს. პირველი ტაიმის ჩაგდებით ფინალში ვერ მოხვდებოდით.

მეორეში ბევრად უკეთ ვითამაშეთ, თუმცა მეორე გაშვებულმა ბურთმა მოგვკლა, მაგრამ ის არ უარყოფს იმას, რაც იქამდე გავაკეთეთ“- განაცხადა რეგრაგმა.

შეგახსენებთ, რომ მაროკო ისტორიაში პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.

შაბათს მესამეადგილოსნის ვინაობას მაროკო და ხორვატია გაარკვევენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი