ბელგიამ ახალი მწვრთნელის ვაკანსია გამოაცხადა | იხილეთ კრიტერიუმები » სპორტის ხაზი

ბელგიამ ახალი მწვრთნელის ვაკანსია გამოაცხადა | იხილეთ კრიტერიუმები

ბელგიამ ახალი მწვრთნელის ვაკანსია გამოაცხადა | იხილეთ კრიტერიუმები
14-12-2022, 20:40
Aa Aa
გაზიარება:

ბელგიის ნაკრებისთვის 2022 წლის მუნდიალი ბოლო წლებში ყველაზე ცუდი იყო - "წითელი ეშმაკები" ჯგუფში ჩარჩნენ და ტურნირს პირველ სამ ტურშივე დაემშვიდობნენ.

ცხადია, ასეთი გამოსვლის შემდეგ, რობერტო მარტინესი ნაკრებში აღარ დარჩა და წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება თავად ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას, მათ ახალი მწვრთნელის თაობაზე ვაკანსია გამოაცხადეს:

"ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც გამარჯვების მენტალიტეტით იქნება და ეცოდინება თუ როგორ უნდა მოიგოს მატჩები. ჩვენ მისგან მოვითხოვთ ამბიციურობასა და ელიტარულ გამოცდილებას. მას უნდა გააჩნდეს მაღალი დონის საფეხბურთო, ტაქტიკური განათლება და კარგი პიროვნული თვისებებიც უნდა ჰქონდეს. ბოლოს კი, უმაღლეს დონეზე არსებულ გამოცდილებასთან ერთად, ახალ მწვრთნელს მოეთხოვება, რომ ბელგიის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია პრიორიტეტად აქციოს." - წერს RBFA.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.