ბენფიკამ ენცო ფერნანდესს ფასი დაადო - ცნობილია რამდენის გადახდა მოუწევთ ტოპ კლუბებს ფეხბურთელის სანაცვლოდ » სპორტის ხაზი

ბენფიკამ ენცო ფერნანდესს ფასი დაადო - ცნობილია რამდენის გადახდა მოუწევთ ტოპ კლუბებს ფეხბურთელის სანაცვლოდ

ბენფიკამ ენცო ფერნანდესს ფასი დაადო - ცნობილია რამდენის გადახდა მოუწევთ ტოპ კლუბებს ფეხბურთელის სანაცვლოდ
14-12-2022, 17:23
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ლისაბონის ბენფიკას და არგენტინის ნაკრების შუახაზელმა, ენცო ფერნანდესმა დიდი ყურადღება მიიქცია.

მსურველები 21 წლის მოთამაშეს არც მუნდიალამდე აკლდა, თუმცა, ცხადია კარგი მატჩების შემდეგ, მისი მსურველების რიცხვი გაიზარდა.

პორტუგალიური გამოცემების თანახმად, ბენფიკამ დაასახელა თანხა, რის სანაცვლოდაც მზად არიან ახალგაზრდა ტალანტს მომდევნო ზაფხულშივე შეელიონ - საუბარია 100 მილიონ ევროზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერნანდესის დამატების ყველაზე დიდი სურვილი მადრიდის რეალს, ლივერპულს და კატალონიის ბარსელონას აქვს, თუმცა საქმეში სხვა კლუბებიც არიან ჩართულნი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი