მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალურ ეტაპზე, არგენტინის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა, ამ გამარჯვებით, სამხრეთ ამერიკულმა გუნდმა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და საფრანგეთი-მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ქართველი ფეხბურთელებიც უყურებდნენ, სოციალურ ქსელში ვაკო ყაზაიშვილის და ლევან მჭედლიძის რეაქციის ვიდეო ვრცელდება, სადაც ისინი არგენტინელთა მე-3 გოლს აღნიშნავენ.
იხილეთ ვიდეო: (Saba Sapanadze)