'ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავით' - მესის პირველი კომენტარი ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ » სპორტის ხაზი

'ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავით' - მესის პირველი კომენტარი ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ

'ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავით' - მესის პირველი კომენტარი ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ
14-12-2022, 01:40
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ ხორვატიასთან მოგებული 3:0 შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც გუნდის ფეხბურთელებს და არგეტინელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"ბევრი განსხვავებული ემოციაა, ყველაფერი შესანიშნავი იყო. კარგია მთელი ჩემპიონატის მანძილზე ამდენი ადამიანის და ჩემი ოჯახის ნახვა. წინ ბოლო მატჩია! ჩვენც სწორედ ეს გვინდოდა.

არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემთვის საუკეთესო მუნდიალი. მთავარია რომ მოვიგეთ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ მას შევძლებდით. ვიცით, რასაც წარმოვადგენთ და ვიცით რომ ხალხს ჩვენი სჯერა.

არგენტინა კვლავ მუნდიალის ფინალშია! მოდით, დავტკბეთ ამ მომენტით. რთული სიტუაციებიც გვქონდა და კარგი მომენტებიც. მე ყველა გულშემატკივართან ერთად ვხარობ, ტრიბუნებზეც და არგენტინაში ვინც დარჩა, იმათთანაც. წარმომიდგენია, იქ რა სიგიჟეები ხდება."
- თქვა ლეომ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის მეტოქე ხვალ საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი