ფერნანდო სანტოშს პორტუგალიის ნაკრებიდან უშვებენ? | დეტალები » სპორტის ხაზი

ფერნანდო სანტოშს პორტუგალიის ნაკრებიდან უშვებენ? | დეტალები

ფერნანდო სანტოშს პორტუგალიის ნაკრებიდან უშვებენ? | დეტალები
13-12-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს პორტუგალიის ნაკრები 1/4 ფინალში მაროკოსთან მატჩისას გამოეთიშა, სადაც ევროპელებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 წააგეს.

ცხადია, აღნიშნული მატჩის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა კრიშტიანუ რონალდუ და მისი პოზიციები იყო. საბოლოოდ, ვიხილეთ, რომ სანტუშმა რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მას მინდორზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მეორე ტაიმში მიეცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და პორტუგალიელები ტურნირს დაემშვიდობნენ.

ამ მატჩის შემდეგ, სანტუში არაერთმა ცნობილმა საფეხბურთო პიროვნებამ, მათ შორის ლუიშ ფიგუმ გააკრიტიკა და თქვა, რომ პორტუგალიის მაროკოსთან გამოვარდნა თავიდან ბოლომდე სანტუშის კისერზეა.

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა A Bola-ს ინფორმაცია, რომ პორტუგალიის საფეხბურთო ფედერაციას სანტუშის გაშვების გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ამას მალე გამოაცხადებს.

როგორც ჩანს, ფერნანდოს მაროკოსთან გამოვარდნა არ ეპატიება და მას მალე თანამდებობიდან დაითხოვენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.