"მუნდიალზე ლეოში მარადონას სული ჩასახლდა" | ხორხე ვალდანო » სპორტის ხაზი

"მუნდიალზე ლეოში მარადონას სული ჩასახლდა" | ხორხე ვალდანო

"მუნდიალზე ლეოში მარადონას სული ჩასახლდა" | ხორხე ვალდანო
13-12-2022, 13:50
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ნაკრების ყოფილმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, კერძოდ ხორხე ვალდანომ ლიონელ მესი შეაქო და აღნიშნა, რომ ლეოში მუნდიალის განმავლობაში დიეგოს თამაშს ხედავს:

"მესის თამაშით ფეხბურთის არსსა და მნიშვნელობას ვხედავთ. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლეო გაცილებით უფრო გადაჯაჭვულია თავის თანაგუნდელებთან, ეს კი ის ხასიათია, რაც მესის ყოველთვის ჰქონდა, ახლა კი უფრო გამძაფრებულია. მესი კატარის მუნდიალზე მარადონას მსგავსად თამაშობს."

"სხვათაშორის, ლიონელ მესის თავიდანვე ვგულშემატკივრობდი, რადგან ამ ყველაფრის კეთებას ლეო უკვე 20 წელია ახერხებს. ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და მესი არა, რეალურად, ფეხბურთი საერთოდ არ უყვარს."
- ვალდანო.

შეგახსენებთ, რომ მესი და არგენტინა მუნდიალის 1/2 ფინალს ხორვატიის წინააღმდეგ დღეს, 23:00 საათზე ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.