"მიტჩელთან რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი" | ევლოევის მუქარა თოფურიას? » სპორტის ხაზი

"მიტჩელთან რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი" | ევლოევის მუქარა თოფურიას?

"მიტჩელთან რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი" | ევლოევის მუქარა თოფურიას?
11-12-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, დღეს დილით, UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელი დაამარცხა და სოლიდური გამოხმაურებაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ილიას ბრძოლამდე კომენტარი ინგუშმა სპორტსმენმა, მოსარ ევლოევმა გააკეთა, რომელიც ქართველს წაგების შემთხვევაში, ქუჩაში ცემით ემუქრებოდა:

"ილია თოფურია კვლავ ცდილობს, რომ ნამდვილი ქართველობა ყველას წარმოუჩინოს. ეტყობა, მატადორს მართლაც გერმანული ფესვები აქვს. ილია, შეეცადე, რომ ბრაის მიტჩელთან ბრძოლა გამარჯვებით დაასრულო, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ქუჩაშივე გცემ. შენ თუ მიტჩელთან დამარცხდები, შენისთანა ლუზერთან ბრძოლაში ოქტაგონზე დროს ნამდვილად არ დავკარგავ." - მოსარ ევლოევი.

ცნობისთვის, მოსარ ევლოევი ნახევრადმსუბუქი წონის მე-10 ნომერია. ინგუშ მებრძოლს ფეხზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ოქტაგონს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი