Eldesmarque : "მამარდაშვილის მთავარი მინუსი სწორედ ესაა, ეს სისუსტე ხელს ძალიან უშლის" » სპორტის ხაზი

Eldesmarque : "მამარდაშვილის მთავარი მინუსი სწორედ ესაა, ეს სისუსტე ხელს ძალიან უშლის"

Eldesmarque : "მამარდაშვილის მთავარი მინუსი სწორედ ესაა, ეს სისუსტე ხელს ძალიან უშლის"
27-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ 22 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 'ვალენსიას' რიგებში ირიცხება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

გიორგიზე ბევრი ესპანური გამოცემა საუბრობს, თუმცა ამჯერად მის თამაშს ცნობილი საფეხბურთო გვერდი Eldesmarque-ი აფასებს და ამბობს, რომ მამარდაშვილის მთავარი მინუსი ფეხით თამაშია.

"გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში განვითარებას აგრძელებს. გასულ სეზონში ახალგაზრდა მეკარემ მთავარ გუნდში თავი დაიმკვიდრა. ახლა გიორგის მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო ენდობა და ეჭვგარეშეა, რომ ის ძირითადი შემადგენლობის მეკარეა. მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 1410 წუთი ითამაშა.

Wyscout-ის მონაცემებით მამარდაშვილი ის მოთამაშეა, რომელსაც ლა ლიგაში ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები. 21 წლის მეკარემ 14 მატჩში 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა და დარტყმების 71.7% მოიგერია. ეს ადასტურებს, რომ ქართველი მეკარე კარიერის პიკშია. ვალენსიაში გატარებულ სეზონ ნახევარზე მეტ დროში მას ჯენარო გატუზოს სრულად ენდობა.

გიორგი მამარდაშვილი გატუზოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ახალგაზრდა მოთამაშემ შესანიშნავი თამაშით იუვენტუსის მსგავსი დიდი ევროპული კლუბიც კი დააინტერესა. გიორგის ღირებულება დღითიდღე მატულობს. ხელებით შესანიშნავად მუშაობს, თუმცა მისი დიდი მინუსი ფეხით თამაში, რომლის დროსაც აქვს შეცდომები. ეს სისუსტე ხელს უშლის"
– ვკითხულობთ სტატიაში.

გეტყვით იმასაც, რომ 'ღამურები' სეზონის განახლებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას 'ნოტინგემთან' და 'ალკმაართან' გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი