რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრაზილიელთა მოულოდნელ გამოვარდნას გამოეხმაურა:
"ეს კარმაა! კატას რომ ასე მოექცნენ, კარმამ სამაგიერო გადაუხადა და ამიტომაც გავარდნენ", - წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, ხორვატიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რა დროსაც ვინისიუს ჯუნიორი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, მაგიდაზე კატა ავიდა - საქმეში ბრაზილიის პრესსამსახური ჩაერთო, რომელმაც კატა მაგიდიდან უხეშად გააგდო.
აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელებში და საპრესკონფერენციო დარბაზშიც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.