'ხვალ მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება' - 'კრისტალ პალასის' ცენტალური-მცველი კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე » სპორტის ხაზი

'ხვალ მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება' - 'კრისტალ პალასის' ცენტალური-მცველი კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე

'ხვალ მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება' - 'კრისტალ პალასის' ცენტალური-მცველი კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე
10-12-2022, 23:48
Aa Aa
გაზიარება:

'ნაპოლი' სეზონის მეორე ნაწილისთვის თურქეთში ემზადება, სადაც გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ, 11 დეკემბერს გამართავს(თბილისის დროით 19:00 საათზე).

მატჩის წინ ინგლისური გუნდის მარჯვენა მცველმა ჯოელ უორდმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იქნება.

'ხვალ მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება' - 'კრისტალ პალასის' ცენტალური-მცველი კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე

უორდი 'პალასის' რიგებში ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელია

"კვარაცხელიას შესანიშნავი თვისებები აქვს. რა თქმა უნდა, ხვალ მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, იტალიის ჩემპიონატის ლიდერთან თამაში იქნება შესაძლებლობა გამოვცადოთ ჩვენი მდგომარეობა ძალიან კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ." - თქვა 33 წლის ფეხბურთელმა.

'არწივებთან' მატჩამდე პარტენოპეიმ პირველი ამხანაგური შეხვედრა 'ანტალიასპორის' წინააღმდეგ გამართა, სადაც იტალიურმა კლუბმა 2:3 იმარჯვა. იმ შეხვედრაში ხვიჩას საგოლე მოქმედება არ მიუწერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი