"ნაპოლის მთავარი ლიდერი სწორედ ისაა" | ვინჩენცო მონტელა » სპორტის ხაზი

"ნაპოლის მთავარი ლიდერი სწორედ ისაა" | ვინჩენცო მონტელა

"ნაპოლის მთავარი ლიდერი სწორედ ისაა" | ვინჩენცო მონტელა
9-12-2022, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

თურქული კლუბის, ადანა დემირსპორის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა, ვინჩენცო მონტელამ ნაპოლის 7 დეკემბერს გამართული შეხვედრა შეაფასა და ის კონკრეტული პიროვნება გამოარჩია, ვისაც ნაპოლის ნამდვილი ლიდერი უნდა ვუწოდოთ:

"ანტალიასპორთან ნაპოლის შეხვედრას ვუყურე და იტალიური კლუბი მომეწონა. ახლა მთავარი ისაა, რომ ნეაპოლელებმა ფიზიკური კონდიციები სრულყოფილად აღიდგინონ, ნური შაჰინის გუნდს კი შევაქებ, მათ კარგად ითამაშეს."

"ნაპოლის მთავარი ლიდერი? - ის სათადარიგოთა სკამზე ზის ხოლმე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. სეზონის დაწყებამდე არავინ იფიქრებდა, რომ ნაპოლი ასე შორს წავიდოდა, თუმცა ეს ყველაფერი ლუჩანო სპალეტის დამსახურებით რეალურად მოხდა, რადგან მან ბევრი უცნობი და მრავალმხრივი მოთამაშისგან საოცარი გუნდი შექმნა. სპალეტის პატივს ვცემ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ." - ვინჩენცო მონტელა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 11 დეკემბერს, 19:00 საათზე პრემიერ ლიგის ბინადარის, კრისტალ პალასის წინააღმდეგ ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი