"იმ მომენტში...", - პოლიტანომ განმარტა, თუ რატომ დაარტყა კვარას მოპოვებული პენალტი » სპორტის ხაზი

"იმ მომენტში...", - პოლიტანომ განმარტა, თუ რატომ დაარტყა კვარას მოპოვებული პენალტი

"იმ მომენტში...", - პოლიტანომ განმარტა, თუ რატომ დაარტყა კვარას მოპოვებული პენალტი
19-09-2022, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის შეხვედრაში, ნაპოლი სან სიროზე მილანს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.

შეხვედრის 54-ე წუთზე, კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ნაპოლის მორიგი პენალტი მოუპოვა, რომელიც პოლიტანომ გოლად აქცია.

მატჩის დასრულების შემდეგ, პოლიტანოს ჟურნალისტებმა პენალტზე ჰკითხეს, თუ რატომ დაარტყა ის მან, რაზეც იტალიელმა შემტევმა უპასუხა:

"ძალიან კარგი და შეკრული გუნდი ვართ. კვარაცხელია უძლიერესი მოთამაშეა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე კიდევ მოუმატებს.

რატომ დავარტყი პენალტი მე? - ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ მინდოდა იმ მომენტში პენალტის დარტყმა, ვერავის დავუთმობდი
", - განაცხადა პოლიტანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი