"ხვიჩას წარმატება პირველ რიგში ამის შედეგია" - რომან ფიფია "პსჟ-ის" გამარჯვებას ეხმაურება » სპორტის ხაზი

"ხვიჩას წარმატება პირველ რიგში ამის შედეგია" - რომან ფიფია "პსჟ-ის" გამარჯვებას ეხმაურება

"ხვიჩას წარმატება პირველ რიგში ამის შედეგია" - რომან ფიფია "პსჟ-ის" გამარჯვებას ეხმაურება
1-06-2025, 18:09
Aa Aa
გაზიარება:

"დინამო თბილისის" პრეზიდენტი, რომან ფიფია, გამოეხმაურა "პარი სენ-ჟერმენის" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ფინალში გატანილ გოლსა და მოპოვებულ ტიტულს.

"ვულოცავ ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახის საამაყო წევრს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლის გატანას და ისტორიული ტიტულის მოპოვებას.

დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილმა უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ხვიჩას ეს წარმატება პირველ რიგში მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

მჯერა, რომ წინ კიდევ უამრავი წარმატებაა."


– განაცხადა რომან ფიფიამ.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გატანილი გოლით კი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში თავი გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი