ნაპოლიში ყოფნისას, როცა მსოფლიო ხვიჩა კვარაცხელიას პირველ ნაბიჯებს უყურებდა ელიტურ ფეხბურთში, ქართველ ფეხბურთელს ვირჯილ ვან დაიკთან საოცარი ისტორია გადახდა.
ერთ-ერთი თამაშისას ნაპოლი ლივერპულს ხვდებოდა, სადაც ხვიჩას მამამისმა დააბარა, რომ ვირჯილისთვის მაისური გამოერთმია, კვარამ კი მოგვიანებით უთხრა, რომ ამის გაკეთება მორცხვობის გამო ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხანში ნაპოლი და ლივერპული ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩის ბოლოს კი ნიდერლანდელი მცველი თავად მივიდა ქართველთან და მისი მაისური ითხოვა!