პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა, The New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიას უცნობი ისტორიის შესახებ დაწერა, რომელზეც მედიაში ინფორმაცია აქამდე არ ყოფილა.
როგორც ვკითხულობთ, ხვიჩას პირველი პროფესიონალური ხელფასი მთლიანად ოჯახისთვის მიუცია, რათა მამას, ბადრი კვარაცხელიას გულის ოპერაცია გაეკეთებინა და ჯანმრთელობის პრობლემები მოეგვარებინა.
როდესაც კვარაცხელია პროფესიულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ბადრი (ხვიჩას მამა) საშინლად დაავადდა. ექიმებმა უთხრეს, რომ მას სასწრაფო გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.
კვარაცხელია რუსთავიდან იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა და პირველი ხელფასით მამამისის სიცოცხლის გადასარჩენად ოპერაციის ხარჯები დააფინანსა.
მას ამ ფულზე კითხვაც არ გასჩენია და მთელი თავისი პირველი ხელფასი მოგვცა.
- ამბობს ხვიჩას მამა.