"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო — ამჯერად მასზე ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ისაუბრა.
"ვფიქრობ, პსჟ-ში გადასვლამ მისი თამაში კიდევ უფრო შორს წაიყვანა და განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
ჩემთვის ის ტოპ ხუთ ფეხბურთელში შედის. ხვიჩა სულ უფრო და უფრო უმატებს და ისეთ დონეზეა, როგორზეც არიან მო სალაჰი, ვინისიუსი, ბუკაიო საკა, როდრიგო, რაფინია, ასევე რაფაელ ლეაო.
მისი თამაში ჯორჯ ბესტს მაგონებს — ის ისეთივე სწრაფი და დინამიკურია, ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს. არ ვიცი მისი კარიერა სადამდე მივა, თუმცა ამ ეტაპზე ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა."
კვარაცხელიას მიმართ საერთაშორისო ინტერესი სულ უფრო იზრდება. მისი ეფექტური თამაში და განვითარება ევროპის ტოპ ექსპერტებისა და ვარსკვლავების ყურადღებას არ აკლდება.