"ამაში ეხმარებოდნენ" - პიმბლეტის ბრალდება თოფურიას და UFC-ს » სპორტის ხაზი

"ამაში ეხმარებოდნენ" - პიმბლეტის ბრალდება თოფურიას და UFC-ს

"ამაში ეხმარებოდნენ" - პიმბლეტის ბრალდება თოფურიას და UFC-ს
23-05-2025, 17:04
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მსუბუქ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ინგლისელი მებრძოლი პედი პიმბლეტი კვლავ ყურადღების ცენტრშია — ამჯერად მან ჩემპიონ ილია თოფურიას მიმართ სკეპტიკური განცხადება გააკეთა. TNT Sport-თან ინტერვიუში პიმბლეტმა თქვა, რომ თოფურიას კარიერულ გზაზე მოწინააღმდეგეები მის სასარგებლოდ შერჩეული ჰყავდა.

ილია დიდ საქმეებს აკეთებს, მაგრამ მგონია, რომ მის საჩემპიონო გზაზე მოწინააღმდეგეების შერჩევა კარგად იყო გათვლილი. ჰოლოვეის მძიმე ბრძოლა ჰქონდა გეიჯისთან და მალევე მოუწია თოფურიასთან დაპირისპირება. ვოლკანოვსკი დანოკაუტებული იყო ბრძოლამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე. ემეტი უკვე 37 წლისაა, ხოლო ბრაის მიჩელი კარგი ბიჭია, მაგრამ სტრაიკერი ნამდვილად არაა,“ – აღნიშნა პიმბლეტმა.

ინგლისელმა მებრძოლმა საკუთარი ოპონენტებიც გააკრიტიკა და დაამატა: „ის ვინც თოფურიამ დაამარცხა, იმათ მაიკლ ჩენდლერი მარტივად მოუგებს, ალბათ ბობი გრინიც კი დაამარცხებდა მათ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონობის დაცვის პირველი ორთაბრძოლას 28 ივნისს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება პიმბლეტს, მისი ბოლო სამი ბრძოლა ასე გამოიყურება: ტონი ფერგიუსონი (რომელსაც UFC-ში ბოლო ექვსი ორთაბრძოლა წაგებული აქვს), მაიკლ ჩენდლერი (ბოლო ხუთიდან მხოლოდ ერთი გამარჯვებით) და ბობი გრინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი