საქართელოს ეროვნული ნაკრები მომავალ წელს ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2026 წლის 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლის სამ ქვეყანაში, შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.
წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მასპინძელი შვედეთის, ხორვატიისა და ნიდერლანდნების ნაკრებებთან მოხვდა.
საქართველოს ნაკრები შეხვედრებს შვედეთის ქალაქ მალმეში, „მალმე არენაზე“ ჩაატარებს, ცნობილია ჩვენი ჯგუფის კალენდარიც:
17 იანვარი, 2026
ხორვატია – საქართველო
შვედეთი – ნიდერლანდები
19 იანვარი, 2026
საქართველვო – შვედეთი
ნიდერლანდები – ხორვატია
21 იანვარი, 2026
ნიდერლანდები – საქართველო
შვედეთი – ხორვატია