როგორც იცით, საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ფარერებთან და კაბო ვერდესთან, ამ მატჩებისთვის კი ვილი სანიოლი ძირითადი გუნდის წევრებს არ გამოიძახებს.
ვილი სანიოლი ივნისის ამხანაგურ მატჩებში გრძელი სეზონის შემდეგ შემადგენლობის ძირითადი ბირთვის დიდ ნაწილს არ გამოიძახებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ივნისის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.
- წერს Geo Team.
გამოდის, რომ სანიოლი ივნისში ახალ ფეხბურთელებს მისცემს შანსს, სადაც ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ.