პორტუგალიური თავგადასავლის დასასრული - დი მარია ბენფიკას ემშვიდობება » სპორტის ხაზი

პორტუგალიური თავგადასავლის დასასრული - დი მარია ბენფიკას ემშვიდობება

პორტუგალიური თავგადასავლის დასასრული - დი მარია ბენფიკას ემშვიდობება
გუშინ, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

37 წლის ანხელ დი მარიამ საჯაროდ დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან ბენფიკას დაემშვიდობება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა პორტუგალიური თავგადასავალი 2 სეზონის წინ დაიწყო, როცა 35 წლის ასაკში ტურინის იუვენტუსს დაემშვიდობა.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ანხელი კარიერას, თუმცა როგორც იწერება, მას უკვე სამშობლოში ეპატიჟებიან.

ანხელ დი მარიას თავისი მრავლისმნახველი კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა როსარიო ცენტრალი, ბენფიკა, რეალი, მანჩესტერი, პსჟ და იუვენტუსი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი