15 მაისს UFC-ის მსუბუქ წონაში მოქმედმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა, რითიც ქართველი მებრძოლის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„შენ და მე ერთი განსხვავება გვაქვს – მე ყველა ტოპ მეტოქესთან ვიბრძოლე და გზა გავსუფთავე. შენ კი ორ ძლიერ მოწინააღმდეგეს, რომლებიც მოგებათა სერიებით მოდიოდნენ, უბრალოდ აუარე გვერდი. მსუბუქ წონაში შენ ჯერ არაფერი დაგიმტკიცებია – ერთი ესპანელი ბიჭუნა ხარ, კარგი ვარცხნილობით. ჯერ რაღაც მოიგე და მერე ვილაპარაკოთ, ბიჭო!“ – განაცხადა დაღესტნელმა მებრძოლმა.
მახაჩევის სიტყვები ილია თოფურიას არ დარჩენია უპასუხოდ. ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ შორის განსხვავება ის არის, რომ მე კაცურად ვლაპარაკობ და ვიბრძვი, შენ კი – ლაპარაკობ და იმალები. შენი სილუეტი აღარავის ახსოვს – იმდენად შორს გაიქეცი!“ – აღნიშნა თოფურიამ.