დიდი დანაკლისი სამეფო კლუბისთვის - ანჩელოტის სეზონის ბოლომდე 2 მოთამაშე გამოაკლდა » სპორტის ხაზი

დიდი დანაკლისი სამეფო კლუბისთვის - ანჩელოტის სეზონის ბოლომდე 2 მოთამაშე გამოაკლდა

დიდი დანაკლისი სამეფო კლუბისთვის - ანჩელოტის სეზონის ბოლომდე 2 მოთამაშე გამოაკლდა
გუშინ, 13:39
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ორი მნიშვნელოვანი დანაკლისია — ვინისიუს ჟუნიორი და ლუკას ვასკესი ტრავმების გამო სეზონის ბოლომდე მოედანს ვეღარ დაუბრუნდებიან. ორივე მოთამაშე „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში დაშავდა და ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მათ აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება.

„რეალის“ სამწვრთნელო შტაბი ფრთხილ ტაქტიკას ირჩევს და ტრავმირებული ფეხბურთელების თამაშში ჩართვას არ ჩქარობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ლა ლიგის ტიტულის ბედი თითქმის გადაწყვეტილია. კლუბი ახლა უკვე ფოკუსირებულია ივნისში გასამართ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ფეხბურთელების სრული მზადყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში 51 მატჩში 21 გოლი გაიტანა, ხოლო ვასკესმა 49 თამაშში ორი ბურთი შეაგდო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი