VIDEO: ლივაკოვიჩის ზედიზედ მოგერიებული პენალტები | დომინიკი ხორვატიის გმირია! » სპორტის ხაზი

VIDEO: ლივაკოვიჩის ზედიზედ მოგერიებული პენალტები | დომინიკი ხორვატიის გმირია!

VIDEO: ლივაკოვიჩის ზედიზედ მოგერიებული პენალტები | დომინიკი ხორვატიის გმირია!
5-12-2022, 21:55
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი 1/8 ფინალური შეხვედრა, სადაც ძირითადი დროის 1:1 დასრულების შემდეგ, ზლატკო დალიჩის ხორვატიამ ჰაჯიმე მორიასუს იაპონიის ნაკრები პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ნაკრების მეკარემ, დომინიკ ლივაკოვიჩმა, რომელიც ხორვატიის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ევრო 2020-დან გამოჩნდა, პენალტების სერიაში ხორვატიისთვის ნამდვილი სასწაული ჩაიდინა. საქმე ისაა, რომ "საფეხბურთო ლატარიაში" ლივაკოვიჩმა იაპონელების 4 დარტყმიდან 3-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა, რისი წყალობითაც ხორვატია მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.

ცნობისთვის, ხორვატიის ნაკრები ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის შეხვედრაში გამარჯვებულს დაელოდება, რომელსაც ზლატკო დალიჩის გუნდი 1/4 ფინალში დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი